• Geo
  • Eng
12.11.2019
დინამოელებმა ფირუზ კანთელაძე უკანსკნელ გზაზე გააცილეს

დღეს დინამოელებმა გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი და ჩვენი კლუბის ვეტერანი - ფირუზ კანთელაძე უკანსკნელ გზაზე გააცილეს.

ფირუზ კანთელაძე 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. დინამოში 1967 დან 1979 წლამდე თამაშობდა. ჩვენი კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 277 მატჩი და გაიტანა 3 გოლი. საბჭოთა კავშირის 1978 წლის ჩემპიონი, პირველობის მეორეადგილოსანი 1977 და ორგზის ბრინჯაოს მფლობელი 1976 (გაზაფხული-შემოდგომა). სსრკ– ს თასის 2- გზის გამარჯვებული 1976, 1979 წლებში. ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის გამარჯვებული 1967 წელს. ღირსების ორდენის კავალერი 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში ორჯერ იქნა დასახელებული.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024