• Geo
  • Eng
05.11.2019
ვაჟა ჟვანია - 59

დღეს დინამო თბილისის ვეტერანი შემტევის - ვაჟა ჟვანიას დაბადების დღეა. დინამო თბილისის შემადგენლობაში ჟვანია 1978-1984, 1987 და 1991-1992 წლებში ასპარეზობდა. ჩვენი გუნდის რიგებში 88 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 10 გოლი. არის სსრკ- ს პირველობის ბრინჯაოსმედალოსანი 1981 წელს. უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი 1981 წელს. საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი. ასპარეზობდა სსრკ- ს ახალგაზრდულ ნაკრებში. 1995 წელს თავკაცობდა დინამო თბილისს. დინამოელები ვულოცავთ ვაჟა ჟვანიას იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024