• Geo
  • Eng
26.10.2019
სამი მოგება მიჯრით

დინამოელებმა ატეიტის თასზე ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩიც ჩაატარეს და ჯგუფის გამარჯვებულიც გამოავლინეს. რევაზ გვარაკიძის შეგირდებმა მეტად საინტერესო შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი მინსკი 2:1 დაამარცხეს. გოლები ბელარუსთა კარში ალექსანდრე თურქიამ და ლუკა ბუბუტეიშვილმა გაიტანეს. თბილისელები აგრძელებენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას და 17.20- დან უკვე AB ჯგუფის მატჩებს გამართავენ. პირველი მეტოქე ბრესტის დინამო იქნება, ხოლო მოგვიანებით ჩვენი გუნდი ლიეტუვის რეგიონალურ ნაკრებს შეხვდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024