• Geo
  • Eng
24.10.2019
13 წლამდე დინამოელები ატეიტის თასზე

ლიეტუვაში ატეიტის თასის საიუბილეო - მეათე გათამაშება მიმდინარეობს. დინამოელები 2 გუნდით უკვე წარდგნენ ვილნიუსში. პირველი ბალტიისპირეთში ზურა ელიავას გუნდი იმყოფებოდა, რომელმაც გათამაშება ტრიუმფით დაასრულა და ოქროს მედლები მოიპოვა. შემდეგ ტურნირს დინამოს 12 წლამდე გუნდი სტუმრობდა, რომელმაც გათამაშება მეოთხე ადგილზე დაასრულა. ამჯერად ვილნიუსისკენ გეზი ჩვენი აკადემიის 13 წლამდელებმა აიღეს. რევაზ გვარაკიძის შეგირდები ტურნირში ხვალიდან ჩაერთვებიან და D ჯგუფში ბელარუსის მინსკს, ტალინის ლევადიას და ადგილობრივ კლაიპედას შეხვდებიან. დინამოელები ტურნირზე ჩვენი გუნდის ახალი ტექნიკური პარტნიორის - პუმას ეკიპირებით იასპარეზებენ.

რევაზ გვარაკიძის გუნდი ვილნიუსში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: ლუკა ხელაშვილი, მათე საური, ალექსანდრე ფეიქრიშვილი, ლევან ნაჭყებია, გიორგი ხუფენია, ანდრია კერესელიძე, დავით ქელდიშვილი, ლუკა ბუბუტეიშვილი, რატი გრიგალავა, მიხეილ საჯაია, დავით მამასახლისი, სოსო მესტიაშვილი, ლაშა პატარკაციშვილი, ალექსანდრე თურქია, ნოდარ ვარსიმაშვილი, ლუკა შაშიაშვილი და ნიკოლოზ ბენდიანიშვილი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024