• Geo
  • Eng
15.10.2019
ესპანეთის დროებითი რწმუნებულის ვიზიტი დინამოს საწვრთნელ ბაზაზე

დღეს დინამოს სამწვრთნელ ბაზას ესპანეთის სამეფოს დროებითი რწმუნებული ჩვენს ქვეყანაში - ხორხე ლუსინი თანმხლებ პირებთან ერთად სტუმრობდა. დიპლომატებმა ფელის ვისენტე, ჩისკო მუნიოსი და ფეხბურთელები მოინახულეს, გუნდი მოახლოებული თამაშების წინ გაამხნევეს და საჩემპიონო მარათონში წარმატება უსურვეს. ჩისკომ ხორხე ლუსინის სამახსოვროდ მისთვის დამზადებული დინამო თბილისის ფორმა გადასცა. შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე ჩვენს გუნდს ესპანეთის სამეფოს ელჩი თურქეთსა და საქართველოში - ხუან გონსალეს ბარბაც სტუმრობდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024