13.10.2019
ტესტ მატჩი ვიტ ჯორჯიასთან

დღეს დინამოს საწვრთნელ ბაზაზე ჩვენმა გუნდმა ამხანაგური მატჩი გამართა, რომელშიც ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა. დინამოელებს რამდენიმე ფეხბურთელი აკლდათ (ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში გამოძახებულნი და მცირედ ტრავმირებულები) და შემადგენლობა 19 წლამდე გუნდიდან შეავსეს. შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში და მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. პირველი ნახევრის შუაში სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, გიორგი კუხიანიძის დარტყმული კი მეკარემ მოიგერია. გოლი კი 32- ე წუთზე აკაკი შულაიამ გაიტანა, მან დასწრებაზე თავით ითამაშა ზუსტად. მეორე გოლი დინამოელებმა მეორე ტაიმში გაიტანეს. სტუმართა შეცდომას მოედნის ცენტრში მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევა მოჰყვა და საგოლედ მათე კვირკვიამ გაისროლა. მატჩი 2:0 დასრულა. დინამოელები განაგრძობენ მზადებას მოახლოებული დედაქალაქური დერბისთვის, რომელიც 19 ოქტომბერს გაიმართება.

 

დინამო 2:0 ვიტ ჯორჯია

გოლი: შულაია 32’  კვირკვია 61’

დინამო: ლიტოვჩენკო, რუხაია, ხვადაგიანი, კაპლიენკო, ქიმაძე, ზარია, შიშკა, ქავთარაძე, კუხიანიძე, მჭედლიძე, კარიკარი

შეცვლაზე შევიდნენ: კვირკვია, შულაია, გაგნიძე, გულდედავა, ჯინჯოლავა, მაისაშვილი, ფარულავა, ჩხეტიანი, აბუაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019