• Geo
  • Eng
14.09.2019
დინამო - ვიტ ჯორჯია | ურთიერთშეხვედრები

15 სექტემბერს ეროვნული პირველობის 27- ე ტურის შეხვედრა გაიმართება. მიხელ მესხი 2- ზე ვიტ ჯორჯია დინამოს მიიღებს, მატჩი კი 18:00 საათზე დაიწყება. ძველ მეტოქეებს შორის ჩატარებული მატჩები ყოველთვის გამოირჩევა დაძაბულობით და პრინციპულობით, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. 53 ჩატარებულ შეხვედრაში 21 მატჩი დინამომ მოიგო, 13 შემთხვევაში იმარჯვა ვიტ ჯორჯიამ და 19 თამაში საყაიმო ანგარიშით დასრულდა. ბურთების შეფარდება დინამოს სასარგებლოდ არის- 66/42. აღსანიშნავია, რომ 10 შემთხვევაში უგოლო ფრე დაფიქსირდა, 1:0 კი ყველაზე პოპულარული ანგარიშია. ამ შედეგით 14 მატჩი დასრულდა. ოთხბურთიანი სხვაობით დინამომ 2000 წლის 25 ნოემბერს იმარჯვა. მე- 14 ჩემპიონატის მე- 15 ტურში ჩატარებული მატჩი ჩვენმა გუნდმა 4:0 მოიგო. დიდი სხვაობით, კი დინამო 2001 წლის 17 ნოემბერს, მე- 13 ჩემპიონატის მე- 16 სათამაშო დღეს საკუთარ სტადიონზე ანგარიშით 2:5 დამარცხდა. ბოლო მატჩი, რომელიც დინამოსა და ვიტ ჯორჯიას შორის შედგა 2019 წლის 16 ივნისით თარიღდება. დინამო არენაზე გამართული პაექრობა მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გოლები ვეტერინართა კარში დმიტრო ივანისენიამ და ლევან შენგელიამ გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024