• Geo
  • Eng
29.08.2019
29 აგვისტო დინამოს ისტორიაში

29 აგვისტოს დინამო თბილისი ეროვნული პირველობის 26- ე ტურის მატჩს ჩაატარებს. ჩვენი გუნდი დინამო არენაზე გორის დილას უმასპინძლებს. დაპირისპირება 20.00 საათზე დაიწყება.

29 აგვისტოს დინამოელებს თავის ისტორიაში 11 ოფიციალური მატჩი აქვთ გამართული. 6 მოგება, 2 ფრე და 3 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 22/14 თბილისელთა სასარგებლოდ.

1996 წელს დინამომ რუსთავის მეტალურგს ორის წილ ექვსი გოლი გაუტანა. გიორგი დემეტრაძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი კახა გოგიჩაიშვილმა, გოჩა ჯამარაულმა, ლევან ხომერიკმა და ნუგზარ ლობჟანიძემ გაუტანეს რუსთაველებს. 1999 წელს დინამომ სკ თბილისს რატი ალექსიძის დუბლით და გიორგი ანჩაბაძის გოლით 3:0 მოუგო. ათი წლის შემდეგ ზესტაფონმა აჯობა ჩვენს გუნდს 4:1. ერთადერთი გოლი ჯორჯ აკირემის ანგარიშზეა. მომდევნო წელს ზუგდიდში ბაიასთან მატჩი უგოლო ყაიმით დასრულდა. 2015 წელს დინამოელებმა საბურთალო მიიღეს და 4 უპასუხო გოლით დაჯაბნეს. გოლები მათე ცინცაძემ, გიორგი ქვილითაიამ, ვახო ჭანტურიშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა გაიტანეს.

2002 წელს უეფას ევროპა ლიგის პირველ ეტაპზე დინამო თბილისმა ტალინის ტვმკ- ს ლადო ახალაიას გოლით 1:0 მოუგო. 2013 წელს უეფას ევროპა ლიგის პლეი ოფში ტოტენჰემ ჰოთსფურმა დინამოს 3:0 აჯობა.

1961 წელს ერევანში ადგილობრივი სპარტაკისა და დინამოს მატჩი ფრედ 1:1 მორჩა. გოლი ვლადიმერ ბარქაიას ანგარიშზეა. 20 წლის შემდეგ თბილისელებმა რამაზ შენგელიას, ნუკრი კაკილაშვილის და ვლადიმერ გუცაევის გოლებით დონის როსტოვის სკა- ს სამი უპასუხო ბურთით მოუგეს. 1983 წელს დინამო 1:2 დამარცხდა ლენინგრადის ზენიტთან. ზენიტს გოლი რამაზ შენგელიამ გაუტანა. მომდევნო სეზონში დინამოს სტადიონზე ჩვენმა გუნდმა ერევნის არარატს 2:0 სძლია. ნუკრი კაკილაშვილმა და ალექსანდრე ჩივაძემ გამოიჩინეს თავი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024