• Geo
  • Eng
24.08.2019
25 აგვისტო დინამოს ისტორიაში

კვირას 25 აგვისტოს, დინამო არენაზე ჩვენი გუნდი რუსთავს მიიღებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

25 აგვისტოს ეროვნულ პირველობაზე დინამოს ხუთი შეხვედრა აქვს გამართული (4 მოგება და ფრე, ბალანსი 14/2). 1996 წელს თბილისელებმა დინამო არენაზე სამტრედია დიდი ანგარიშით 6:0 დაამარცხეს. გოლების გატანა ალექსანდრე იაშვილმა (ორი), როინ კერძევაძემ, გიორგი დემეტრაძემ, გელა ინალიშვილმა და ლევან ხომერიკმა მოახერხეს. 2002 წელს მცხეთაში გასვლაზე გამართულ შეხვედრაში დინამომ ვიტ ჯორჯიასთან ფრედ 1:1 ითამაშა, გოლი კი არჩილ სახვაძემ გაიტანა. 2007 წელს გიორგი მერებაშვილის და ილია სპასოევიჩის გოლებით დინამომ ბორჯომი 2:1 დაამარცხა. ასევე გიორგი მერებაშვილმა გამოიჩინა თავი 2009 წელს გამართულ მატჩში, როდესაც გაგრას ორი გოლი გაუტანა. დინამომ ის მატჩი ორი უპასუხო გოლით მოიგო. 2012 წელს დედაქალაქელებმა ბათუმის დინამო ზესტაფონში 3:0 დაამარცხეს. ანგარიში ჯაბა დვალმა გახსნა, მეორე გოლი მიკელ ალვარომ გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი რობერტინიომ დააფიქსირა.

2015 წელს დინამოელებმა გორის დილასთან ვახტანგ ჭანტურიშვილის გოლით 1:0 მოიგეს და საქართველოს სუპერთასი დაისაკუთრეს.

სსრკ– ს პირველობაზე 25 აგვისტოს დინამომ ოთხი თამაში გამართა და ოთხივე გასვლაზე. აქედან სამში ჩვენი გუნდი დამარცხდა. ბურთების ბალანსი 2/5. 1937 წელს თბილისელები მოსკოვს ესტუმრნენ და ადგილობრივ მეტალურგთან 0:1 დათმეს. 1946 წელს იმავე ანგარიშით კუიბიშევის კრილია სოვეტოვთან დამარცხდა ჩვენი გუნდი. 1963 წელს დინამომ ალმათიში კაირათი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ორივე გოლი ვლადიმერ ბარქაიას ანგარიშზეა. 1986 წელს კი ერევანში არარატმა ორი უპასუხო ბურთით აჯობა მტკვრისპირელებს.

2011 წელს უეფას ევროპა ლიგის პლეი ოფში დინამომ აეკ- ი მიიღო და საბოლოოდ 1:1 დაცილდა. თბილისელთა შემადგენლობიდან თავი ალექსანდრე კოშკაძემ გამოიჩინა. 2016 წელს ისევ უეფას ევროპა ლიგის პლეი ოფი და ბერძნული მეტოქე. პაოკმა თესალონიკში 2:0 დაამარცხა დინამო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024