• Geo
  • Eng
29.12.2017
ზაურ სვანაძე დინამოში ბრუნდება

დინამო თბილისში ზაურ სვანაძე დაბრუნდა. გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, უეფას თასების თასის მფლობელი ზაურ სვანაძე, როგორც მწვრთნელი უკვე მუშაობდა დედაქალაქურ გუნდში და მის დუბლებში. მას საქართველოს ეროვნულ, ახალგაზრდულ და 19 წლამდელთა ნაკრებშიც უმუშავია,  2012 წლიდან კი ბაქოს ინტერს წვრთნიდა. ახალი სეზონიდან ვეტერანი დინამოელი მეორე მწვრთნელის ფუნქციას შეითავსებს და კახი კაჭარავას დაეხმარება. კლუბი დაემშვიდობა თამაზ სამხარაძეს, მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024