ხვალ, 22 დეკემბერს, დინამო თბილისი საქართველოს სუპერ თასის მოსაპოვებლად საჩხერის ჩიხურს დაუპირისპირდება. საქართველოს სუპერ თასი წელს მეთორმეტედ გათამაშდება, დინამოელებს კი აღნიშნული ტიტული უკვე ხუთჯერ აქვთ მოპოვებული.
ჩვენმა გუნდმა სუპერ თასი პირველივე გათამაშებაზე მოიგო, 1996 წელს ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე თბილისელი ფეხბურთელები ბათუმელ თანაკლუბელებს დაუპირისპირდნენ და მეტოქეს მშრალი ანგარიშით – 4:0 სძლიეს. აღნიშნულ შეხვედრას 7000 მაყურებელი ესწრებოდა.
ჩვენმა გუნდმა აღნიშნული ტიტული უკანასკნელად 2008 წელს მოიპოვა. დინამომ გადამწყვეტ შეხვედრაში ზესტაფონის საფეხბურთო კლუბს 1:0 მოუგო. გამარჯვების მომტანი გოლი ლევან ხმალაძემ დაპირისპირების 90–ე წუთზე გაიტანა. მიხეილ მესხზე გამართულ მატჩს 4 000 მაყურებელი ესწრებოდა.
გთავაზობთ ჩვენი გუნდის ნაჩვენებ შედეგებს საქართველოს სუპერ თასის გათამაშებაზე:
I გათამაშება
28. 07. 1996. ბათუმი. ცენტრალური. 7000 მაყურებელი
დინამო თბილისი - ბათუმის დინამო 4:0
1:0 ა. იაშვილი (23), 2:0, 3:0 ყიზილაშვილი (52, 54), 4:0 ცქიტიშვილი (78)
დინამო: ზოიძე - კალაძე, ნ. ლობჟანიძე (75. დიდავა), კუდინოვი, კობიაშვილი - ცქიტიშვილი, კიკნაძე, ანჩაბაძე (72. ინალიშვილი), კერძევაძე - ყიზილაშვილი, ა. იაშვილი (71. ხომერიკი)
მწვრთნელი: ნოდარ აკობია
ბათუმი: ტოგონიძე - შანიძე (71. ი. მახარაძე), შეყილაძე, მ. მახარაძე, მინდაძე - ღლონტი, თორღაშვილი, ტუღუში, ა. მუჯირი - უჯმაჯურიძე, დ. მახარაძე (54. ტრაპაიძე)
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: კიკნაძე
არბიტრი: ე. სილაგავა (თბილისი)
II გათამაშება
4. 08. 1997. ქუთაისი. ცენტრალური. 6000 მაყურებელი
დინამო თბილისი- ბათუმის დინამო 4:1
1:0 დ. მუჯირი (20), 2:0 გოგიჩაიშვილი (27, პენალტით), 3:0 კალაძე (55), 3:1 აფხაზავა (75, პენალტით), 4:1 ალექსიძე (85)
დინამო: ზოიძე - კალაძე, ნ. ლობჟანიძე, ზ. ჯელაძე (46. გუჩუა), ჩხაიძე (88. დავითნიძე) - გოგიჩაიშვილი (64. ალექსიძე), კიკნაძე, ცქიტიშვილი (46. გოგობერიშვილი), დიდავა - დ. მუჯირი (58. ხომერიკი), ა. იაშვილი (87. კგ. კვარაცხელია)
მწვრთნელი: დავით ყიფიანი
ბათუმი: ტოგონიძე - ი. მახარაძე (40. ფუტკარაძე), ასპინძელაშვილი, ჭიჭვეიშვილი, მინდაძე - ღლონტი, სიჭინავა, კანტიძე, სოლოღაშვილი - მაქაცარია (46. აფხაზავა), ჩუხუა (46. ყულეჯიშვილი)
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: მუჯირი; ჩუხუა, სოლოღაშვილი
გაძევება: სოლოღაშვილი
არბიტრი: პ. დოგრაშვილი (ქუთაისი)
III გათამაშება
2. 08. 1998. ბათუმი. ცენტრალური. 5000 მაყურებელი
დინამო თბილისი- ბათუმის დინამო 1:2
0:1 მაჭუტაძე (38), 1:1 ცქიტიშვილი (79), 1:2 ტუღუში (81)
დინამო: სოღოლაშვილი - ი. მახარაძე, გ. კვარაცხელია (62. სახვაძე), გუჩუა, კობიაშვილი - ცქიტიშვილი, კიკნაძე, დ. მუჯირი (66. ლ. მელქაძე), ალექსიძე - ხომერიკი (68. გ. შენგელია), აშვეთია.
მწვრთნელი: მურთაზ ხურცილავა
ბათუმი: ტოგონიძე - გოგიტიძე, მ. მახარაძე, ჭიჭვეიშვილი, მინდაძე (44. აფხაზავა) - სიჭინავა, ვერემჩუკი, კანტიძე (71. მაქაცარია), ტუღუში - გადელია (31. ღლონტი), მაჭუტაძე.
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: გუჩუა; კანტიძე
არბიტრი: თ. ლაცაბიძე (სურამი)
IV გათამაშება
29. 02. 2000. თბილისი. ეროვნული. 1500 მაყურებელი
დინამო თბილისი - ტორპედო 1:0
1:0 წიტაიშვილი (16)
დინამო: გრიშიკაშვილი - შაშიაშვილი, ვაშაკიძე, დიდავა, ქემოკლიძე - ჯინჭარაძე, გუჩუა, სიჭინავა, სახვაძე (89. რუხაძე) - დათვაძე (80. ანჩაბაძე), წიტაიშვილი (90. ხუციშვილი)
მწვრთნელი: ოთარ კორღალიძე
ტორპედო: გრ. ჭანტურია - ამისულაშვილი, მახვილაძე (23. ასათიანი), ხვადაგიანი, მაღლაკელიძე (76. ბობოხიძე) - ახვლედიანი, კვეტენაძე, კ. ჩხეტიანი, იონანიძე - იმედაძე (65. დ. ჯანაშია), გ. მეგრელაძე
მწვრთნელი: დავით ყიფიანი
გაფრთხილება: გუჩუა, სახვაძე, ვაშაკიძე
არბიტრი: კ. მესხი (ზუგდიდი)
V გათამაშება
14. 09. 2005. ბათუმი. ცენტრალური. 3000 მაყურებელი
დინამო თბილისი - ლოკომოტივი 1:0
1:0 ბობოხიძე (69)
დინამო: სტურუა - კ. ალადაშვილი, ქემოკლიძე, ამისულაშვილი, აკობია - ოდიკაძე, ლ. ნოზაძე, მერებაშვილი, ბაბუნაშვილი (88. ნავალოვსკი) - ლ. მელქაძე (59. ს. იაშვილი), ბობოხიძე (83. დ. გიგაური)
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
ლოკომოტივი: გრ. ჭანტურია - საჯაია, გ. ონიანი, მახვილაძე, რ. ონიანი (75. დ. ფოფხაძე) - სეთურიძე, ქებაძე, ინომოვი (79. ა. ნოზაძე), სირაძე - რამონი (55. ალავერდაშვილი), კახელიშვილი
მწვრთნელი: ნოდარ აკობია
გაფრთხილება: ალადაშვილი; გ. ონიანი, ა. ნოზაძე
გაძევება: იაშვილი, გ. ონიანი
არბიტრი ლ. ფანიაშვილი (თბილისი)
VIII გათამაშება
03. 12. 2008. თბილისი. მ. მესხი. 4000 მაყურებელი
დინამო თბილისი - ზესტაფონი 1:0
1:0 ხმალაძე (90)
დინამო: ოვონო - თომაშვილი, გ. კაშია, კრშკო, ხმალაძე - ოდიკაძე (78. შ. კაშია), დიღმელაშვილი, ფირცხალავა, გველესიანი - მერებაშვილი (78. სპასოევიჩი), ვაწაძე
მწვრთნელი: რაინერ ცობელი
ზესტაფონი: რ. კვასხვაძე - უ. ლობჟანიძე, შ. ღონღაძე (84. დაუშვილი), ს. თოდუა, მაკარიანი - ნ. კვასხვაძე (46. იონანიძე), გ. ნუგზარის ძე ჭელიძე, რ. ონიანი, ჩასემი, ბენაშვილი - გელაშვილი (65. ძარია).
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ვაწაძე, გ. კაშია
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი (ქუთაისი)
IX გათამაშება
17. 12. 2009. რუსთავი. "ფოლადი". 3000 მაყურებელი
დინამო თბილისი - ვიტ ჯორჯია 1:2 (დ.დ.)
0:1 გ. დათუნაიშვილი (10), 1:1 თომაშვილი (56), 1:2 ფირცხალავა (119, საკუთარ კარში)
დინამო: ლორია - შ. კაშია, გ. კაშია, თომაშვილი, კაკუბავა - მამუჩიშვილი (110. ფირცხალავა), ვ. ნემსაძე (55. ვაწაძე) - ჯუისი (46. ხმალაძე), ედნილსონი, მერებაშვილი - აკირემი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი - ხურცილავა, დ. ლომაია, კვახაძე, ჯაფარიძე - ბეჭვაია, რაზმაძე (100. ვასაძე), გ. დათუნაშვილი, კლიმიაშვილი - ლიპარტია (91. კახელიშვილი), ვ. კვარაცხელია
მწვრთნელი: გელა გომელაური
გაფრთხილება: გ. კაშია, ჯუისი, ვაწაძე; ლიპარტია, კვარაცხელია, ლომაია
არბიტრი: ლ. სილაგავა (თბილისი)