დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. წილისყრამ დინამო თბილისს მეტოქედ რუსთავის მეტალურგი არგუნა. პირველ მატჩს დინამო თბილისი 22 თებერვალს სტუმრად გამართავს, საპასუხო მატჩი კი 20 მარტს დინამო არენაზე შედგება.