დინამოს ფეხბურთელები ოთარ კაკაბაძე და დავით ხურცილავა, რომლებიც ანთალიაში გუნდის პირველ საკონტროლო შეხვედრაში პოლონურ პოდბესკიძიესთან დაშავდნენ, სამშობლოში დაბრუნდნენ და დაგეგმილ სამკურნალო–სარეაბილიტაციო კურსს თბილისში გაივლიან. დღეს თურქეთში დინამოელებს დინამო–2–ის ფეხბურთელები 21 წლის მარჯვენა მცველი ვაკო ბაჩიაშვილი და 19 წლის მცველი სანდრო გურეშიძე შეუერთდნენ.