• Geo
  • Eng
31.01.2014
დინამო 1:2 ჰაიდუკი

მიმდინარე სეზონის მეორე ნახევრისთვის მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება. დინამო თბილისი თურქულ შეკრებას განაგრძობს. დღეს ჩვენმა გუნდმა ანთალიაში მორიგი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. ჩვენი გუნდი ხორვატიის ერთ–ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდს, სპლიტის ჰაიდუკს დაუპირისპირდა. მატჩი მალხაზ ჟვანიას შეგირდების მარცხით – 1:2 დასრულდა.

 

დღევანდელი მატჩის პირველი ნახევარი ხორვატი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა. დინამოელთა კარის მიმართულებით ჰაიდუკის ფეხბურთელებმა რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელეს. დაპირისპირების 30–ე წუთზე დინამოელთა მთავარ მწვრთნელს იძულებითი ცვლილების განხორციელება თურქული შეკრების მეორე ტესტ–მატჩშიც მოუწია. დაშავებული დინამოელთა კაპიტნის, გიორგი ლორიას ნაცვლად, მოედანზე ნიკა დაუშვილი გამოვიდა. შეხვედრის 34–ე წუთზე სპლიტელმა ფეხბურთელებმა ანგარიში გახსნეს, ჰაიდუკის სწრაფი შეტევა კოასიმ გოლით დაასრულა.

 

შეხვედრის მეორე ტაიმი დინამოელთა სათამაშო უპირატესობით დაიწყო. ჩვენმა ფეხბურთელებმა ჰაიდუკის კარს მწვავედ შეუტიეს, მაგრამ საკუთარ კარში მეორე ბურთი მიიღეს. მატჩის მიწურულ, 84–ე წუთზე ჰაიდუკის კონტრშეტევას გოლი მოჰყვა. კოასიმ  დუბლი შეასრულა. დღევანდელი თამაშის საფინალო რეზულტატი 89–ე წუთზე დაფიქსირდა. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან დინამოელებმა კუთხურის ჩამოწოდების უფლება მოიპოვეს. სტანდარტიდან დარკო გლიშიჩმა საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ყველას დორინ გოგამ დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიშში ჩამორჩენა შეამცირა.

 

დინამო 1:2 ჰაიდუკი

გოლები: 0:1 კოასი (34), 0:2 კოასი (84), 1:2 გოგა (89)

 

დინამო თბილისი: ლორია (დაუშვილი 30) - პაპავა, გველესიანი, რეხვიაშვილი, კვირკველია – ცინცაძე, ჩისკო (ვოუ 46’), ჯანელიძე (გლიშიჩი 46’), ძარია (გორგიაშვილი 77’), დიასამიძე (გოგა 46’) – მოდებაძე (პაპუნაშვილი 68’)

 

ჰაიდუკი: კალინიჩი, ვრშაევიჩი, მალოჩა, მილოვიჩი, მილიცი, ბრადარიჩი, სუშიჩი, ანდრიაშევიჩი, მაგლიცა, აბდუხოლილოვი (იოზინოვიჩი 79), კოასი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024