დღეს თბილისის ზღვის მოედანზე დინამოს მეორე შემადგენლობამ მე-20 ტურის მატჩი ლოკომოტივთან გამართა.
თბილისური დერბი დაძაბულად წარიმართა და ფრედ 1-1 დასრულდა. პირველი ტაიმი უგოლოდ მორჩა, მეორე ნახევრის დებიუტში კი ანგარიში ლაშა მენთეშაშვილის დარტყმით გაიხსნა. დინამოელებმა კი გათანაბრება პაექრობის ბოლო წუთზე მოახერხეს. ერთი ქულის მომტანი დარტყმა დიმა ღურწკაიამ შეასრულა.
მომდენო მატჩს ვლადიმერ კაკაშილის გუნდი 13 აგვისტოს გათამაშების ლიდერთან საგარეჯოში ჩაატარებს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი