• Geo
  • Eng
13.08.2023
დინამომ ჩემპიონატი გამარჯვებით განაახლა

დღეს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც გაგრამ დინამოს უმასპინძლა.

 

ორივე გუნდი ერთმანეთის და გულშემატკივრის წინაშე ახალი მთავარი მწვრთნელით წარდგა. მასპინძლები სათამაშოდ გიორგი ონიანმა გაიყვანა, ხოლო დედაქალაქელები ანდრეს კარასკომ დამოძღვრა.

 

შეხვედრა სიცხის მიუხედავად მაღალ ტემპში დაიწყო და ბოლომდე ეგრეც გაგრძელდა. დინამოელები თავიდანვე შეეცადნენ მატჩის სადავეების ხელში აღებას და მე-15 წუთზე ანგარიშიც გახსნეს. იმრნ ულად ომარის კარში დარტყმული ანატოლი კოზლენკოს თავში მოხვდა და პირველი გოლიც გავიდა. ათიოდე წუთში დინამოელთა მიერ დაცვაში დაშვებული შეცდომით შედეგიანად ზურაბ მუსელიანმა ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ კი მოედანზე მოვლენებს მხოლოდ ერთი გუნდი კარნახობდა. იმრანმა გაილაღა და დარჩენილ დროში კიდევ სამჯერ აიღო მეტოქის კარი. ტაიმი დედაქალაქელებმა 4-1 მოიგეს. მეორე ნახევარში დავით სხირტლაძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოოდ დინამომ დიდი ანგარიშით მოუგო მეტოქეს.

 

მომდევნო მატჩს ანდრეს კარასკოს გუნდი 19 აგვისტოს დინამო არენაზე ჩაატარებს და წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლებს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი


 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024