• Geo
  • Eng
06.02.2014
1:0 ჩერნომორეცთან დაუსრულებელ თამაშში

თურქულ შეკრებაზე დინამოელთა მეოთხე მეოტოქე  ევროპის ლიგის მონაწილე ოდესის ჩერნომორეცი გახლდათ. წინა შეხვედრასთან შედარებთ ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილება განხორციელდა, პაპუნაშვილის ნაცვლად მოდებაძემ ითამაშა, რომელმაც ბოლო მატჩი მიკროტრავმის გამო გამოტოვა. დინამოს ტრავმირებული გიორგი ლორია, გიორგი მერებაშვილი და თორნიკე გორგიაშვილი აკლდა. ხურცილავას და კაკაბაძის ტრავმების გამო, რომელთაც სამშობლოში დაბრუნება მოუწიათ და სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსს თბილისში გადიან, დაცვის მარჯვენა ფლანგზე ისევ გიორგი პაპავამ  ითამაშა. უკრაინელები ისევე როგორც წინა სათამაშო დღეს, 2 თებერვალს /ბანიკი ოსტრავა და ვისლა კრაკოვი/, ამჯერადაც 2 შეხვედრის გამართვას გეგმავდნენ, დინამოსთან და რუმინულ პეტროლულთან. მალზახ ჟვანიამ კვლავ 4-3-3 სათამაშო მოდელი აირჩია.  ლორიას არყოფნაში კარს ნიკა დაუშვილი იცავდა. დინამოს, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კვირკველიამ უკაპიტნა, რომელიც ჩვეულ დაცვის მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა,  დაცვის ცენტრში კი რეხვიშვილი და გველესიანი. ნახევარდაცვის ხაზი ძარია-ცინცაძე-ჯანელიძის ტრიომ შეადგინა. შეტევაში მარჯვენა ფლანგიდან ჩისკო, მარცხნიდან მოდებაძე, ცენტრში კი ვუო თამაშობდა.  შეხვედრის ერთადერთი გოლი 54-ე  წუთზე გავიდა.  კომბინაცია, რომელშიც ჯანელიძე და ჩისკო მონაწილეობდნენ, ირაკლი ძარიას შედეგიანი დარტყმით დასრულდა. მატჩის 65-ე წუთზე ოდესის ჩერნომორეცის შემადგენლობაში მოქმედი ფეხბურთელის ნაცვლად მოედანზე გამოვიდა და თამაშში ჩაერთო გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი სტეპან მატვიივი. ჩვენი გუნდის  მთავარმა მწვრთნელმა ეს ფაქტი სამართლიანად მიიჩნია ჩვენი კლუბის უპატივცემულობად და ჩვენმა ფეხბურთელებმა მოედანი დატოვეს. მატჩი 65-ე წუთზე შეწყდა. ანგარიში 1:0 გახლდათ დინამოს სასარგებლოდ.  აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ორგანიზატორები სრულად იზიარებენ თბილისის დინამოს პოზიციას,  http://fcdinamo.ge/ge/news/?n=2445

 

ისევე როგორც შეხვედრაზე მყოფი ფეხბურთის ადგილობრივი თუ უცხოელი სპეციალისტები.

 

დღეს მომხდარმა შესაძლოა გარკვეული კორექტივები შეიტანოს გუნდის მზადებაში და სამშობლოში გამომგზავრებამდე შესაძლოა დინამომ  ერთის ნაცვლად ორი სპარინგი გამართოს.

 

დინამო-დაუშვილი, პაპავა, რეხვიაშვილი/46-ხიდეშელი/, გველესიანი, კვირკველია, ძარია, ცინცაძე, ჯანელიძე, ჩისკო, მოდებაძე,  ვუო

 

ჩერნომორეცი-მარტიშჩუკი, კოვალჩუკი, კუტასი, მარტინენკო, ბობკო, სმირნოვი, დიდენკო, ოქრიაშვილი, კულიჩენკო, დანჩენკო, ფილიმონოვი

 

გოლი-ძარია-54

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024