დღეს ბათუმში სტარტი აიღო ატეიტის თასის გათამაშებამ 13 წლამდე გუნდებს შორის. საერთაშორისო ტურნირში დინამოელები ორი გუნდით არიან წარმოდგენილნი.
პირველ სათამაშო დღეს დინამომ ინტერის აკადემიას 2-0 მოუგო. გოლები სანდრო ბინიაშვილმა და ნიკა თომაევმა გაიტანეს. მეორე შეხვედრაში ლაშა გიორგობიანის გუნდმა თბილისს 9-0 აჯობა. ორ-ორი გოლი დემეტრე მასხარაშვილმა და დათო მაჭარაშვილმა გაიტანეს. თითო ზუსტი დარტყმა ნიკა სახვაძემ, გიო აბულაძემ, ირაკლი ხვიჩიამ და გიორგი კობზონაძემ შეასრულეს.
დინამოს მეორე გუნდმა რუსთავთან 1-2 დათმო (გოლი საბა ტაბატაძე), ხოლო მახინჯაურს 6-0 მოუგეს. გოლები ანტონიო პროდრომუს, ბუბა ხოშტარიას, გიგი ნავეიშვილის, ედუარდ შევარდნაძის, დათო შუბლაძის და თომა შენგელიას ანგარიშზეა.
აქვე გაგაცნობთ დედაქალაქელთა შემადგენლობას:
დინამო: ოთო გურიელი, ნიკა ტარაშვილი, გიორგი კობზონაძე, ირაკლი ხვიჩია, დათა ელიავა, ანდრია ფოცხვერია, სანდრო ჩიქოვანი, დემეტრე მასხარაშვილი, ნიკა თომაევი, დავით მაჭარაშვილი, დემეტრე გელაშვილი, სანდრო ბინიაშვილი, გიო აბულაძე, ალექსანდრე სიხარულიძე, თორნიკე ფილაური, გაბრიელ გოგუა, ნიკა სახვაძე და ანრი უგულავა.
დინამო-2: გიორგი ადუაშვილი, ლუკა ვადაჭკორია, თომა მანაგაძე, ანდრია მგელაძე, ანდრეუ კარასკო, დაჩი არეშიძე, ნიკა რეხვიაშვილი, ბუბა ხოშტარია, სანდრო ხატიაშვილი, დათო ალანია, ნიკა მაჭარაშვილი, გიგი ნავეიშვილი, დემეტრე ბუცხრიკიძე, ნიჯათ საფაროვი, საბა ტაბატაძე, ლუკა კაკაშვილი, ედუარდ შევარდნაძე, თომა შენგელია, დათო შუბლაძე და ანტონიო პროდრომუ.