დინამოს მეორე შემადგენლობამ, ეროვნულ ლიგა 2-ში 25-ე ტურის შეხვედრა გამართა.
ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ბოლნისს ეწვია და ადგილობრივ სიონს დაუპირისპირდა. დაძაბული შეხვედრა დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა. მატჩში ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე თემურ გოცირიძემ გაიტანა. თბილისელებმა ამ მოგებით 41 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებენ. აღსანიშნავია, რომ გათამაშების ლიდერთან სხვაობა 10 ქულაა, ხოლო მესამე ადგილოსანთან 3.
მომდევნო შეხვედრას დინამო-2 15 სექტემბერს ხობში, კოლხეთთან ჩაატარებს.
მატჩის ოქმი