19 წლამდე ოქროს ლიგა ზაფხულის პაუზის შემდეგ განახლდა. დინამოელებმა გათამაშების მე-16 ტურში მარტვილის მერანს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხეს მეტოქე.
შეხვედრაში დუბლი ვახო სალიამ გაიფორმა, თითო გოლი კი ომარ თოდუას და თემურ ოდიკაძის ანგარიშზეა. დინამოელები 16 ტურის შემდეგ დაგროვილი 38 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან. საჩემპიონო მარათონში კი ჩვენს გუნდს მძაფრ კონკურენციას საბურთალო უწევს.
მომდევნო ტურის შეხვედრას ვალერი გაგუას გუნდი 15 სექტემბერს გორში, ადგილობრივ დილასთან ჩაატარებს.