დინამო თბილისის 13 წლამდე შემადგენლობა ბათუმში, ატეტიტის თასზე იმყოფებოდა.
დინამოელებმა ჯგუფში თბილისს 9-0 მოუგეს, ინტერის აკადემიას კი 2-0 აჯობეს. ბათუმის პორტუსი 4-0 დაამარცხეს და მეოთხედფინალში თბილისის ვიკინგებს შეხვდნენ. ვიკინგებთან თამაშიც დინამომ 4-0 მოიგო. ჩვენი გუნდი ნახევარფინალში საბურთალოსთან 1-2 დამარცხდა. თბილისელები მესამე ადგილისთვის მატჩში ტურინის იუვენტუსს შეხვდნენ. ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, პენალტების სერიაში კი იტალიელებმა იყოჩაღეს.
გათამაშების საუკეთესო ნახევარმცველად დინამოელი სანდრო ჩიქოვანი აღიარეს.
აქვე გაგაცნობთ დედაქალაქელთა შემადგენლობას:
დინამო: ოთო გურიელი, ნიკა ტარაშვილი, გიორგი კობზონაძე, ირაკლი ხვიჩია, დათა ელიავა, ანდრია ფოცხვერია, სანდრო ჩიქოვანი, დემეტრე მასხარაშვილი, ნიკა თომაევი, დავით მაჭარაშვილი, დემეტრე გელაშვილი, სანდრო ბინიაშვილი, გიო აბულაძე, ალექსანდრე სიხარულიძე, თორნიკე ფილაური, გაბრიელ გოგუა, ნიკა სახვაძე და ანრი უგულავა.
8-10 სექტემბერს ბათუმში უკვე 12 წლამდე გუნდებს შორის ჩატარდება ატეიტის თასი. დინამო აღნიშNულ ტურნირზე ისევ ორი გუნდით იასპარეზებს.