• Geo
  • Eng
03.09.2023
პირველი ბროლის თასი

1976 წლის 3 სექტემბერი მნიშვნელოვანი დღეა დინამო თბილისის ტიტულოვან ისტორიაში. ჩვენმა გუნდმა პირველად მოიპოვა ბროლის თასი. აღსანიშნავია, რომ თბილისელები მანამდე ხუთჯერ იყვნენ გასული ბროლის თასის გათამაშების ფინალში და ხუთივეჯერ ხელი მოეცარათ. ფინალამდე მტკვრისპირელებმა ზაპოროჟიეს მეტალურგი პენალტების სერიაში ანგარიშით 5-4 დაამარცხეს, მერვედფინალში ლენინგრადის ზენიტს სამი უპასუხო გოლით მოუგეს, შემდეგ ლვოვის კარპატი დაამარცხეს ანგარიშით 2-1, ხოლო ნახევარფინალში დონეცკის შახტიორს 2-0 აჯობეს. ფინალში, რომელიც მოსკოვში, ლუჟნიკების სტადიონზე გაიმართა და მატჩს 45 000 გულშემატკივარი ესწრებოდა, ჩვენი გუნდის მეტოქე წინა გათამაშების გამარჯვებული და თბილისელთა პრინციპული მოწინააღმდეგე – ერევნის არარატი გახლდათ. დინამომ მეტად საინტერესო შეხვედრაში დიდი ანგარიშით 3-0 იმარჯვა. გოლები 27-ე წუთზე დავით ყიფიანმა, 64–ე წუთზე ფირუზ კანთელაძემ (პენალტით) და 68–ე წუთზე რევაზ ჩელებაძემ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ სათასო ასპარეზობის საუკეთესო ბომბარდირი ხუთი გატანილი გოლით – დავით ყიფიანი გახდა.

 

დინამო 3-0 არარატი

დინამო: გოგია, ხიზანიშვილი, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, ებრალიძე, ჩივაძე, . მაჩაიძე (), ჩელებაძე, გუცაევი, ყიფიანი (წერეთელი 75), კოპალეიშვილი

მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი

არარატი: ოვსეპიანი, გევორქიანი, სარქისიანი (), მირზოიანი, მესროპიანი, . პეტროსიანი, ფარსადანიანი, ოგანესიანი (აზარიანი 89), ქეროპიანი, . პეტროსიანი, ხალაიჯიანი (კაზარიანი 46)

მწვრთნელი: ედუარდ მარქაროვი

მსაჯი: . კაზაკოვი (მოსკოვი)


 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024