• Geo
  • Eng
08.09.2023
დინამო U12 ატეიტის თასზე

დღეიდან ბათუმში სტარტი აიღო ატეიტის თასის გათამაშებამ 12 წლამდე გუნდებს შორის. საერთაშორისო ტურნირში დინამოელები ორი გუნდით არიან წარმოდგენილნი.

 

პირველ სათამაშო დღეს დინამოელებმა ბათუმელ სეხნიას 6 უპასუხო გოლით მოუგეს. ირაკლი ბერიანიძის ჰეთ თრიქს, ნიკა ჭუმბაძემ დუბლი მიამატა და ერთი გოლიც ნიკა ყულიაშვილმა გაიტანა. ფოთის კოლხეთთან დედქლაქელებმა ნიკა ჭუმბაძის გოლით მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგეს.

დინამო-2 სოხუმის დინამოს შეხვდა, რომელსაც ირაკლი პაპუნაშვილის და ნიკა ასლანიკაშვილის გოლებით 2-0 აჯობა. მეორე მატჩში დინამოს მეორე შემადგენლობა რუსთავთან 0-4 დამარცხდა.

 

გაგაცნობთ დედაქალაქელთა შემადგენლობას:

U12 დინამო: საბა ბასარია, ნიკა კაჭახიძე, დემეტრე ფანცულაია, ნიკა ბობოხიძე, მათე ეთერია, საბა კედელაშვილი, დემეტრე ჯანაშია, გაბრიელ იმესაშვილი, ზურა აბრამიშვილი, ცოტნე მიქაბერიძე, ლუკა რაზმაძე, ნიკოლოზ ყულიაშვილი, ნიკა თურმანიძე, ნიკა ჩომახიძე, დემეტრე ბაკურია, ნიკოლოზ ჭუმბაძე, ირაკლი ბერიანიძე.

U12 დინამო-2: გეგა კაშიაშვილი, ანდრია კენკაძე, თემო მამნიაშვილი, ალექსანდრე ჩიქოვანი, საბა ხახიაშვილი, გიორგი კოჩივარი, ნიკა მატუა, ნიკა ჩიჩიაშვილი, დაჩი ღლონტი, ანდრია დობორჯგინიძე, საბა ქოიავა, ბესო ჯღარკავა, ლუკა ღვალაძე, როლანდ ლომიძე, იუსუფ ტარვიერდიევი, ირაკლი პაპუნაშვილი, ნიკა ასლანიკაშვილი.

მწვრთნელი - მიხეილ ზაბახიძე, ასისტენტები ლევან ბოჯგუა და გიორგი ჯაჯანიძე.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024