საქართველოს 19 წლამდე ნაკრები შეიკრიბა და ორ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩსაც გამართავს.
8 და 10 სექტემბერს ვასილ მაისურაძის გუნდი ლიეტუვის ნაკრებს თბილისში, შესაბამისად მიხეილ მესხი 2-ის სტადიონზე და დავით პეტრიაშვილის სტადიონზე უმასპინძლებს.
ნაკრებში აღნიშნული მატჩების გასამართად დინამოდან 5 ფეხბურთელია მიწვეული:
თენგო გობეშია, ნიკოლოზ ცეცხლაძე, გელა სადღობელაშვილი, ალექსანდრე ფეიქრიშვილი და ავთანდილ მაშავა.
ვასილ მაისურაძის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპზე - კვიპროსს, მოლდოვას და ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩებს 15-დან, 21 ნოემბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.