დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ჩვენი გუნდის ორი შემადგენლობის ურთიერთ მატჩი შედგა. შეხვედრა, რომელშიც მალხაზ ჟვანიამ გუნდები პირობითად ლურჯებად და თეთრებად დაჰყო, ორ 35-35 წუთიან ტაიმებად წარიმართა. მატჩი ლურჯებმა 3:1 მოიგეს. დუბლი შეასრულა დარკო გლიშიჩმა, ერთი ბურთი გაიტანა დორინ გოგამ. თეთრებიდან კი კაპიტანმა, დავით კვირკველიამ. დინამოელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:
პირველი ტაიმი
თეთრები: დაუშვილი, იანსე, ხიდეშელი, გველესიანი, კვირკველია, ცინცაძე, ძარია, პაპუნაშვილი, მერებაშვილი, ჩისკო, ვუო
ლურჯები: ტყეშელაშვილი, მარაქველიძე, თევზაძე, რეხვიაშვილი, შერგელაშვილი, გორგიაშვილი, პაპავა, ჯანელიძე, გლიშიჩი, მესხი, გოგა
მეორე ტაიმი
თეთრები: ტყეშელაშვილი, იანსე, ხიდეშელი, გველესიანი, კვირკველია, პაპავა, გორგიაშვილი, ჯანელიძე, გოგა, მერებაშვილი, ჩისკო
ლურჯები: შოვნაძე, მარაქველიძე, თევზაძე, რეხვიაშვილი, შერგელაშვილი, ცინცაძე, ძარია, პაპუნაშვილი, გლიშიჩი, დიასამიძე, ვუო
შეხვედრაში ტრავმების გამო მონაწილეობა არ მიუღიათ გიორგი ლორიას და ირაკლი მოდებაძეს. ოთარ მარცვალაძემ კი ინდივიდუალურად ივარჯიშა.