• Geo
  • Eng
10.09.2023
U12 დინამო ატეიტის თასის გამარჯვებულია

ბათუმში მიმდინარე ატეიტის თასის გათამაშება 12 წლამდე ფეხბურთელთა შორის დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა.

 

მესამე სათამაშო დღე დინამოსა და რუსთავის ნახევარფინალური მატჩით გაიხსნა. ძირითადი დრო ფრედ 1-1 დასრულდა (გოლი - გაბრიელ იმესაშვილი), პენალტების სერიაში კი თბილისელებმა 3-1 მოიგეს და ფინალში გავიდნენ.

მეხუთე ადგილისთვის მატჩი გამართა დინამო 2-მა და ირაკლი პაპუნაშვილის გოლით ბათუმის დინამოს 1-0 მოუგო.

ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში დინამოს მეტოქეობა ლატვიურმა რიგამ გაუწია. დინამომ ფინალი ნიკა თურმანიძის გოლით 1-0 მოიგო და მთავარ ჯილდოს დაეუფლა.

ტურნირის საუკეთესო მეკარედ საბა ბასარია დასახელდა, საუკეთესო მცველის ჯილდო კი მათე ეთერიამ მიიღო.

 

გაგაცნობთ დედაქალაქელთა შემადგენლობას:

U12 დინამო: საბა ბასარია, ნიკა კაჭახიძე, დემეტრე ფანცულაია, ნიკა ბობოხიძე, მათე ეთერია, საბა კედელაშვილი, დემეტრე ჯანაშია, გაბრიელ იმესაშვილი, ზურა აბრამიშვილი, ცოტნე მიქაბერიძე, ლუკა რაზმაძე, ნიკოლოზ ყულიაშვილი, ნიკა თურმანიძე, ნიკა ჩომახიძე, დემეტრე ბაკურია, ნიკოლოზ ჭუმბაძე, ირაკლი ბერიანიძე.

U12 დინამო-2: გეგა კაშიაშვილი, ანდრია კენკაძე, თემო მამნიაშვილი, ალექსანდრე ჩიქოვანი, საბა ხახიაშვილი, გიორგი კოჩივარი, ნიკა მატუა, ნიკა ჩიჩიაშვილი, დაჩი ღლონტი, ანდრია დობორჯგინიძე, საბა ქოიავა, ბესო ჯღარკავა, ლუკა ღვალაძე, როლანდ ლომიძე, იუსუფ ტარვიერდიევი, ირაკლი პაპუნაშვილი, ნიკა ასლანიკაშვილი.

მწვრთნელი - მიხეილ ზაბახიძე, ასისტენტები ლევან ბოჯგუა და გიორგი ჯაჯანიძე.

 

15, 16 და 17 სექტემბერს ბათუმში, ატეიტის თასი 11 წლამდე ფეხბურთელთა შორის გათამაშდება, დინამო კი ამჯერადაც ორი გუნდით წარდგება ტურნირზე.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024