• Geo
  • Eng
24.09.2023
ატეიტის თასი კვლავ დინამოს დარჩა

ბათუმში გამართული ატეიტის თასი 10 წლამდე ფეხბურთელთა შორის პატარა დინამოელთა ტრიუმფით დასრულდა. დედაქალაქელები ისევე როგორც წინა ასაკობრივებში, აქაც ორი გუნდით ასპარეზობდნენ. (შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 12 და 11 წლამდე ტურნირზე ასევე ლურჯ-თეთრებმა იმარჯვეს)

 

დინამოელებმა პირველ სათამაშო დღეს ფოთის კოლხეთს 2-1 აჯობეს. გოლები ტიმო გოგიჩაიშვილის და გიორგი გამხუაშვილის ანგარიშზეა. სერვალთან შეხვედრა დინამოელებმა ფრედ 2-2 დაასრულეს. გოლები პირველ შეხვედრაში თავგამოჩენილებმა გაიტანეს. დინამო-2 ლოკომოტივს გოლების გარეშე დაუზავდა, ხოლო სამსუნსპორს ასევე ფრედ, ოღონდ 1-1 დაცილდა. ზუსტი დარტყმა გაბრიელ გოგელაშვილმა შეასრულა.

მეორე დღეს დინამოელებმა ბომბორას კოტო ალექსიძის, ანდრია ფირანიშვილის და გიორგი გამხუაშვილის გოლებით 3-1 მოუგეს, რითაც მეოთხედფინალის საგზური დაიმსახურეს. პლეი ოფში ჩვენი გუნდი საბურთალოს დაუპირისპირდა და ტიმო გოგიჩაიშვილის დუბლით 2-1 დაამარცხა თანაქალაქელი. დინამო-2 ტორპედოსთან 1-4 დამარცხდა.

თბილისელები ტურნირს ნახევარფინალში ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დედაქალაქელებმა გიორგი გამხუაშვილის, ტიმო გოგიჩაიშვილის და დაჩი დობორჯგინიძის გოლებით 3-2 მოიგეს. გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში ჩვენს გუნდს მეტოქეობა ბათუმის დინამომ გაუწია. ფინალი თბილისელებმა 2-0 მოიგეს. გოლები გადამწყვეტ შეხვედრაში ტიმო გოგიჩაიშვილმა და გიორგი კუპრაძემ გაიტანეს.

 

ტურნირის საუკეთესო მეკარის პრიზი ვანო ჯინიყაშვილს გადაეცა, ხოლო გათამაშების საუკეთესო მცველი მაქსიმ ზელენცოვი გახდა.

 

დინამო: ვანო ჯინიყაშვილი, დავით ჭანტურია, ერეკლე რუაძე, ბესო გვიშიანი, მაქს ზელენცოვი, გიორგი კუპრაძე, ირაკლი წულაია, დაჩი დობორჯგინიძე, ჯაბა კანკავა, ტიმო გოგიჩაიშვილი, დანიელ ბერიძე, საბა ლეონიძე, კოტო ალექსიძე, ანდრია ფირანიშვილი, ლაშა ქირია და გიორგი გამხუაშვილი.

მწვრთნელი - გიორგი მამუჩიშვილი, ასისტენტი - კახა მახარაძე

დინამო-2: ნიკა ბოსტაშვილი, ნიკა დარჩია, ნიკა გვანცელაძე, დანიელ შარაშენიძე, გაბრიელ გოგელაშვილი, ანდრია ბაზუაშვილი, დემეტრე გურგულია, დემეტრე ხაბეიშვილი, სანდრო გოგიჩაიშვილი, ნიკა შაშიაშვილი, გიორგი მებაღიშვილი, სერგო სოკრატიანი, ერეკლე წიკლაური, ანდრია ბურჭულაძე, ჯაბა ფოლადაშვილი, დაჩი ბასილაძე და დემეტრე წერეთელი.

 

5-დან 8 ოქტომბრის ჩათვლით ვილნიუსი უმასპინძლებს ატეიტის თასის გათამაშებას. დინამოელები აღნიშნულ ტურნირზე 12 წლამდე გუნდით გაემგზავრებიან.


 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024