• Geo
  • Eng
17.09.2023
ატეიტის თასი 11 წლამდე დინამომაც მოიგო

ბათუმში გამართული ატეიტის თასი 11 წლამდე ფეხბურთელთა შორის პატარა დინამოელთა ტრიუმფით დასრულდა. დედაქალაქელები ისევე როგორც წინა ასაკობრივებში, აქაც ორი გუნდით ასპარეზობდნენ. (შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 12 წლამდე ტურნირზე ასევე ლურჯ-თეთრებმა იმარჯვეს)

 

დინამოელებმა პირველ სათამაშო დღეს უქიმერიონს 5-1 აჯობეს. ჰეთ თრიქი ნიკა ხარაიშვილმა შეასრულა, თითო გოლიც იოსებ ლომაძემ და გაბრიელ შარიამ გაიტანეს. ბათუმის დელფინებთან კი დინამომ 5-0 მოიგო. გოლები ნიკა ქანთარიას, გაბრიელ გადრანის, ნიკა ხარაიშვილის, ანდრია ჩომახიძის და იოსებ ლომაძის ანგარიშზეა. დინამო 2-მა პირველ დღეს ფოთის კოლხეთს გიორგი მახარობლიშვილის (2), ანდრია მახარაძის და ნიკა კვესელავას გოლებით 4-2 აჯობა, მეორე მატჩში კი ავაზასთან 0-3 დამარცხდა.

მეორე დღეს დინამოელებმა გლდანს იოსებ გოგიჩაიშვილის ზუსტი დარტყმით და ავტოგოლით 2-1 მოუგეს, ხოლო უზბეკური ოდილის მეორე შემადგენლობა 4-1 დაამარცხეს. შედეგიანად ნიკა ტუხაშვილმა, გაბრიელ შარიამ, გაბრიელ გადრანმა და ნიკა ხარაიშვილმა ითამაშეს. ამ მოგებით დედაქალაქელები ტურნირის მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც ბათუმის დინამოს შეხვდნენ და ნიკა ხარაიშვილის გოლით 1-0 დამარცხეს მეტოქე. დინამო-2 მეორე დღის პირველ მატჩში ბაქოს შეხვდა და 3-1 აჯობა მეზობლებს. გოლები ნოე დრიაევმა, სანდრო ბლიაძემ და ნიკა კვესელავამ გაიტანეს. მეორე შეხვედრაში დინამო 2-მა ბათუმის დინამოს 1-0 მოუგო, თუმცა ბურთების სხვაობა არ ეყო მეოთხედფინალში გასასვლელად.

თბილისელები ტურნირს ნახევარფინალში ტურინის იუვენტუსს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დინამოელებმა ნიკა ხარაიშვილის გოლით 1-0  მოიგეს და ფინალის საგზურიც მიიღეს. გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში ჩვენს გუნდს მეტოქეობა ტაშკენტურმა ოდილ-ახმედოვმა გაუწია. ფინალი დინამომ 3-1 მოიგო. გოლები გადამწყვეტ შეხვედრაში გაბრიელ გადრანმა, ნიკა ხარაიშვილმა და ნიკა ბაღდასარიანმა გაიტანეს.

 

ტურნირის საუკეთესო მეკარის პრიზი ანზორ მანიჟაშვილს გადაეცა, ხოლო გათამაშების საუკეთესო თავდამსხმელი ნიკა ხარაიშვილი გახდა.

 

დინამო: ანზორ მანიჟაშვილი, იოსებ გოგიჩაიშვილი, რეზი სურმანიძე, ანდრია ბაკურია, მარე გორგოძე, ტატო ლოლუა, ნიკა ბაღდასარიანი, გაბრიელ შარია, ნიკა ხარაიშვილი, გაბრიელ გადრანი, ნიკა ქანთარია, ალექსანდრე მოდრეკელიძე, იოსებ ლომაძე, თომა ტომარაძე, ანდრია ჩომახიძე, ვახო ლობჟანიძე, ნიკა ტუხაშვილი და დათო დავლიანიძე.

მწვრთნელი - სანდრო ბერგამო

დინამო-2: მერაბ კანდელაკი, გიგა ხარჯავანიძე, ერეკლე მჭედლიძე, სანდრო ბლიაძე, ალექსანდრე ხარსივაძე, კახი ლაბარტყავა, ნიკა ლომსაძე, ანდრია მახარაძე, ნოე დრიაევი, გაბრიელ დიასამიძე, ნიკა კვესელავა, დაჩი მიქაზაძე, გიორგი მახარობლიშვილი, რეზი გაბრიაძე, ალექსანდრე მიჩერი, თემო ლაბაძე, ნიკა სიხარულიძე, ლუკა გიკშვილი.

 

22, 23 და 24 სექტემბერს ბათუმი დასკვნით - 10 წლამდე ფეხბურთელთა ტურნირს უმასპინძლებს და დინამოელები ტრადიციულად ორი გუნდით წარდგებიან ატეიტს თასზე.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024