• Geo
  • Eng
24.09.2023
ფრე ბათუმში

დღეს ბათუმში აჭარაბეთ არენაზე ეროვნული ლიგის 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამო ბათუმმა დინამო თბილისს უმასპინძლა.

 

მატჩი მასპინძელთათვის ხელსაყრელად დიწყო, მეოთხე წუთზე ანგარიში ვლადიმერ მამუჩაშვილმა გახსნა. მანამდე კი დედაქალაქელებს შეეძლოთ დაწინაურება, დენის ბუშნიამ ხელსაყრელი პოზიციიდან დაახანა დარტყმა. თამაში ორივე გუნდმა მაღალ რიტმში გააგრძელა, რამდენიმე სახიფათო მომენტიც იხილა გულშემატკივარმა ორივე კართან. 37-ე წუთზე კი დედაქალაქელთა ესპანელმა დებიუტანტმა - კიკე ლოპესმა შორი მანძილიდან გაისროლა და როინ კვასხვაძის კარის ცხრიანში გაიტანა 1-1. მეორე ტაიმის სტარტზე დავით სხირტლაძეს შეეძლო თბილისელთა დაწინაურება, მაგრამ კაპიტნის დარტყმული მეკარემ კუთხურზე მოიგერია. მატჩის 52-ე წუთზე ბარნს ოსეიმ ჩაჭრა გადაცემა, ბურთი დავით სხირტლაძეს გააყოლა, რომელმაც ტექნიკური პასით გიორგი ხარაიშვილი მეკარეს შეატოვა, ხარაიშვილმა კი დედაქალაქელები ზუსტი დარტყმით დააწინაურა. 66-ე წუთზე დედაქალაქელთა კარში პენალტი დაინიშნა, ბურთთან კი ვლადიმერ მამუჩაშვილი მივიდა. მისი ძლიერად დარტყმული გიორგი ლორიამ აკრობატულ ნახტომში მოიგერია, დამატებაზე კიდევ ერთი დარტყმა და ლორიამ ისიც უკუაგდო. ცოტახანში საჯარიმოს მისადგომებთან შეცდომა და პაატა ღუდუშაურმა სტატუს ქვო აღადგინა 2-2. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და მატჩი ფრედ დასრულდა.

 

მომდევნო შეხვედრას ანდრეს კარასკოს გუნდი 29 სექტემბერს გამართავს. დინამო თბილისი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე საბურთალოს უმასპინძლებს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024