დღეს დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის XIX ტურის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი დინამო თბილისი და ბოლნისის სიონი დაუპირისპირდა. მეტად დაძაბული შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:2 დასრულდა.
შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს. გიორგი მერებაშვილს და დორინ გოგას შეეძლოთ თავის გამოჩენა, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მთლიანობაში პირველი ტაიმი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ანგარიში არ გახსნილა.
დინამოელებს ანგარიშის გახსნა მეორე ტაიმის დასაწყისშივე მართებდათ. გიორგი გველესიანის დარტყმულის შემდეგ მირზა მერლანმა სიონი გაშვებული გოლისგან იხსნა.
ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში, როდესაც ტრავმირებული ფეხბურთელის გამო შეჩერებული თამაშის შემდეგ დინამოელმა ჩისკომ ბურთი მეტოქეს დაუბრუნა, მეკარე მოუმზადებელი დახვდა ესპანელის დარტყმულს და ანგარიში გაიხსნა. დინამოელებმა ფეარ-პლეის პრინციპი დაიცვეს და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება ცენტრიდან ბურთის თამაშში შეტანისთანავე მისცეს.
მატჩის 78-ე წუთზე დინამოელთა რიგებში ოთარ მარცვალაძის დებიუტი შედგა, რომელიც მოედანზე ჩისკოს ნაცვლად შემოვიდა. შეხვედრის ბოლოსკენ თბილისელები მასირებულ შეტევაზე გადავიდნენ, თუმცა 85-ე წუთზე ჯაბა უგულავამ ზუსტად ითამაშა და სიონი დაწინაურდა. მატჩის ბოლომდე აღარაფერი შეცვლილა, სიონმა იმარჯვა ანგარიშით 2:1.
დინამო 1:2 სიონი
გოლი: 1:0 ჩისკო 72’ 1:1 კახელიშვილი 75’ 1:2 უგულავა 85’
გაფრთხილება: გოგა 56’ ცხადაია 90’
დინამო: მიგინეიშვილი, ხიდეშელი, ჯანელიძე (გორგიაშვილი 54), მერებაშვილი, პაპავა, კვირკველია, გოგა (ვუო 62), იანსე, ჩისკო (მარცვალაძე 78), გველესიანი, ძარია
სიონი: მერლანი, თოთაძე, სვანიძე (იმედაშვილი 60), აბრამიძე, ქემოკლიძე, ფოფხაძე, ცხადაია, გოგობერიშვილი, ლობჟანიძე (აფციაური 70), ადამია (უგულავა 64), კახელიშვილი
მსაჯი: ლაშა სილაგავა