ჩვენი გუნდის ოქროს თაობის ვეტერანი მცველი, სპორტის დამსახურებული ოსტატი– თამაზ კოსტავა 58 წლის გახდა. იგი დინამოს რიგებში 1977 წლიდან 1982 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებულ 156 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. არის 1978 წლის სსრკ–ს ჩემპიონი, 1977 წლის ვიცე ჩემპიონი და 1981 წლის პრიზიორი. ბროლის თასის 1979 წლის გამარჯვებული და 1981 წლის უეფას ტასების მფლობელთა თასის მფლობელი. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში ორჯერ იყო დასახელებული. სსრკ- ს ნაკრებში ჩაატარა 4 შეხვედრა და გაიტანა ერთი გოლი.
დინამოელები ვულოცავთ თამაზ კოსტავას იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.