ეროვნულ ლიგა 2-ში 30-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამოს მეორე შემადგენლობამ გათამაშების ლიდერი - გარეჯი მიიღო და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. შეხვედრის მანძილზე დინამოელებს რამდენიმე ხელსაყრელი მომენტის გამოყენება მართებდათ, სტუმრებმა კი მატჩის ბოლოსკენ მოახერხეს შედეგიანად დარტყმა. დედაქალაქელებს ტურნირის დასრულებამდე 6 ტურით ადრე 44 ქულა აქვთ დაგროვილი და ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებენ. მომდევნო მატჩი 27 ოქტომბერს გლდანის საფეხბურთო ცენტრში, ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ შედგება.
მატჩის ოქმი