• Geo
  • Eng
17.10.2023
17 წლამდელებმა ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვეს

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა. დღეს გიორგი ჩიტაურის გუნდმა ქუთაისში გამართული ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ლიეტუვასტან ფრედ 1-1 ითამაშა და საკვალიფიკაციო ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

 

ანგარიში შეხვედრაში დებიუტშივე, მე-5 წუთზე გაიხსნა. დინამოელი რეზი დანელიას ზუსტი დარტყმით საქართველო დაწინაურდა. ლიეტუველებმა მატჩის ბოლოსკენ დოვას გრუძინსკასის გოლით საბოლოო ანგარიში 1-1 დააფიქსირეს, რითაც საქართველომ 4 ქულა დააგროვა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და გაზაფხულზე გასამართი ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა.

17 წლამდე ნაკრებში დინამოდან 10 ფეხბურთელი გახლდათ გამოძახებული: საბა ხარებაშვილი, გიგი გლუნჩაძე, ანდრია ხოროიშვილი, გიორგი გვასალია, მათე შათირიშვილი, ნიკოლოზ ჩიქოვანი, ნიკოლოზ ელისაშვილი, ლუკა წულაია, რევაზ დანელია და ვახო სალია.

 

მატჩის ოქმი

 

დღესვე ბათუმში ევროპის ჩემპიონატის მორიგი საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმაც გამართა. რამაზ სვანაძის გუნდმა შვედეთს უმასპინძლა და გატანილი გოლების გარეშე დაცილდა მეტოქეს.

 

4 ტურის შემდეგ საქართველოს 21 წლამდე ნაკრები დაგროვილი 7 ქულით შვედეთან ერთად მეორე/მესამე ადგილს იყოფს. მომდევნო მატჩს კი საქართველო 16 ნოემბერს სკოპიეში, ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.

 

ახალგაზრდულ ნაკრებში დინამოდან 7 ფეხბურთელი იყო გამოძახებული: მიხეილ მაქაცარია, საბა ხვადაგიანი, გიორგი მაისურაძე, ლუკა ლაცაბიძე, ლაშა ოდიშარია, ლევან ოსიყმაშვილი და ჯადული იობაშვილი.

 

მატჩის ოქმი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024