• Geo
  • Eng
03.03.2014
დუბლების მორიგი გამარჯვება

დღეს საჩხერეში დუბლების ჩემპიონატის მეოცე ტურის შეხვედრაში ჩიხურას სარეზერვო გუნდმა დინამოს დუბლებს უმასპინძლა. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა კახი გოგიჩაიშვილის შეგირდების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩი თავიდან ორივე გუნდის გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სახიფათო მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. შეხვედრის ბოლოსკენ კი ინიციატივა დინამოელთა მხარეს გადავიდა. დაპირისპირების 74- ე წუთზე მასპინძლებმა მოახერხეს ანგარიშის გახსნა 1:0. რვა წუთის შემდეგ ზუსტი დარტყმით არჩილ მესხმა აღადგინა წონასწორობა, ხოლო 85- ე წუთზე ზურაბ თევზაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა საჩხერელთა კარში. დინამომ ანგარიშით 2:1 იმარჯვა და გათამაშების ცხრილში კვლავ მეორე ადგილზე იმყოფება.

დინამო (დუბლები): შოვნაძე, მარაქველიძე, თევზაძე, ნემსაძე, გურეშიძე, კიტოვანი, კვერნაძე, მაჭავარიანი, კობახიძე, ც. მესხი, ა. მესხი

შეცვლაზე შევიდნენ: მათიაშვილი, ვეკუა, კახნიაშვილი, კობოური, კაპანაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024