დღეს გლდანის საფეხბურთო მოედანზე ეროვნული ლიგა 2-ის 31-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ვიტ ჯორჯიამ დინამოს მეორე შემადგენლობას უმასპინძლა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მაგრამ საგოლე მომენტების მიუხედავად შედეგიან დარტყმამდე საქმე არ მისულა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
დინამო-2 გათამაშების დასრულებამდე 5 ტურით ადრე 45 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 3 ნოემბერს, აკადემიის მოედანზე, ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის ოქმი