ბათუმში გრძელდება 15 წლამდე ფეხბურთელთა შორის საერთაშორისო ტურნირი, რომლის მეორე სათამაშო დღეს დინამო სფფ-ს აკადემიას დაუპირისპირდა და 2-0 დაამარცხა მეტოქე. გოლები ლუკა ჯაბუას და ნიკა სილაკაძის ანგარიშზეა. გუშინ დინამოელებმა ალკმაარს აჯობეს 2-1 და დღევანდელი გამარჯვებით ჯგუფში პირველი ადგილი პლეი ოფის საგზურთან ერთად, ვადაზე ადრე მოიპოვეს.
ჩვენს ჯგუფში დღეს მარსელის ოლიმპიკი აზ ალკმაართან 0-3 დამარცხდა. ხვალ კი ზურა ელიავას გუნდი ჯგუფის ბოლო შეხვედრაში მარსელის ოლიმპიკს გაეჯიბრება.
U15 დინამო: დაჩი ჩოჩოშვილი, გიორგი გონგაძე, მათე შათირიშვილი, გიორგი ლომიძე, საბა ხარებაშვილი, შოთა დიაკონიძე, გიორგი კვიჟინაძე, ნიკა ბაქრაძე, ლუკა ციკოლია, საბა ხოფერია, კობა კაკაშვილი, ანდრია ეკუტიძე, ალბერტ მადოიანი, ნიკა სილაკაძე, ნიკა გოლავა, ავთო გიორგაძე, ლუკა ჯაბუა, ნიკა ადუაშვილი, საბა კვირკველია და გიორგი სამხარაძე.
მწვრთნელი - ზურაბ ელიავა