23-24 ოქტომბერს თბილისი SBC Summit-ს უმასპინძლებს. SBC Summit Tbilisi წარმოადგენს უმსხვილეს საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც შავი ზღვის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონების iGaming და სპორტული ბეთინგის ინდუსტრიის 1000-ზე მეტი მაღალი რანგის პროფესიონალს გააერთიანებს.
SBC Summit Tbilisi-ის ფარგლებში დელეგატების წინაშე 40 სპიკერი წარდგება - სხვადასხვა უმსხვილესი კომპანიის ტოპ მენეჯერები და ცნობილი სპორტსმენები. მათ შორის, დინამო თბილისის გენერალური დირექტორი ზაზა დოლიძე იქნება, იგი დამსწრე საზოგადოებას თბილისური კლუბის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
SBC - iGaming და სპორტული ბეთინგის ინდუსტრიაში წამყვანი ივენთების ორგანიზატორი კომპანიაა, რომელიც გლობალურ კონფერენციებსა და გამოფენებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მართავს. მათ შორის ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა: ლონდონი, ლისაბონი, ნიუ-იორკი, ტორონტო, ბარსელონა და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ საქართველო მსგავსი დონის კონფერენციას პირველად მასპინძლობს.