ბათუმის თასზე 15 წლამდე დინამოელებმა ჯგუფში ბოლო, მესამე შეხვედრა მარსელის ოლიმპიკთან გამართეს და მეტოქეს 2-0 აჯობეს. გოლები ოლიმპიკის კარში ალბერტ მადოიანმა და ნიკა ბაქრაძემ გაიტანეს. შეგახსენებთ, რომ თბილისელებმა პირველ მატჩში აზ ალკმაარი 2-1 დაამარცხეს, ხოლო მეორე შეხვედრაში სფფ-ს აკადემიას 2-0 მოუგეს.
ამრიგად ზურა ელიავას გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მთავარი ტროფეისთვის ბრძოლას განაგრძობს. ხვალ დინამოელები გათამაშების ნახევარფინალში ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდებიან, მატჩი 21.30-ზე გახლავთ ჩანიშნული. ტორპედომ თავის მხრივ ტურნირზე რიზესფორს 2-1 მოუგო, 0-1 ვალენსიასთან დამარცხდა და ბათუმის დინამოს 1-0 აჯობა. მეორე ნახევარფინალში ვალენსია სფფ-ს აკადემიას შეხვდება. მათი თამაში 20.00 საათზე დაიწყება.
U15 დინამო: დაჩი ჩოჩოშვილი, გიორგი გონგაძე, მათე შათირიშვილი, გიორგი ლომიძე, საბა ხარებაშვილი, შოთა დიაკონიძე, გიორგი კვიჟინაძე, ნიკა ბაქრაძე, ლუკა ციკოლია, საბა ხოფერია, კობა კაკაშვილი, ანდრია ეკუტიძე, ალბერტ მადოიანი, ნიკა სილაკაძე, ნიკა გოლავა, ავთო გიორგაძე, ლუკა ჯაბუა, ნიკა ადუაშვილი, საბა კვირკველია და გიორგი სამხარაძე.
მწვრთნელი - ზურაბ ელიავა