• Geo
  • Eng
09.11.2023
დინამოელები საქართველოს ნაკრებში

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩებს 16 და 19 ნოემბერს, შესაბამისად თბილისში და ვალიადოლიდში გამართავს. 16 ნოემბერს დინამო არენაზე შოტლანდიას ვუმასპინძლებთ, ხოლო 19-ში ესპანეთის ნაკრებს შევხვდებით. ვილი სანიოლმა აღნიშნული მატჩებისთვის დინამოდან გიორგი ლორიას, ალექსანდრე კალანდაძეს და ანზორ მექვაბიშვილს უხმო.

 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას სკოპიეში, ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ ჩაატარებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩისთვის რამაზ სვანაძემ დინამოდან 7 ფეხბურთელს უხმო: მიხეილ მაქაცარია, გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, ნიკოლოზ უგრეხელიძე, ლაშა ოდიშარია, ლევან ოსიყმაშვილი და ჯადული იობაშვილი აღნიშნული მატჩისთვის 12 ნოემბრიდან მოემზდებიან.

 

საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 15, 18 და 21 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე გამართავს. 15 ნოემბერს, ჩვენი ასაკობრივი ნაკრები კვიპროსს დაუპირისპირდება, 18-ში მოლდოვას შეხვდება და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს, 21 ნოემბერს ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ვასილ მაისურაძემ აღნიშნული შეხვედრებისთვის დინამოდან 9 ფეხბურთელს უხმო: თენგო გობეშია, ნიკა ცეცხლაძე, გელა სადღობელაშვილი, ალექსანდრე ფეიქრიშვილი, ავთო მაშავა, გიორგი ცეცხლაძე, ლუკა შეროზია, გიორგი მეფარიშვილი და ცოტნე ბერელიძე საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მოემზადებიან.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024