• Geo
  • Eng
09.11.2023
დინამო 2-მა თბილისის მერანს დიდი ანგარიშით მოუგო

ეროვნულ ლიგა 2-ში დღეს 33-ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დედაქალაქურმა მერანმა დინამოს მეორე შემადგენლობას უმასპინძლა.

 

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. დინამოელებმა მასპინძლებს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. დუბლი დავით გოცირიძემ შეასრულა. ლურჯ-თეთრების ფორვარდმა გოლები მე-3 და 67-ე წუთებზე გაიტანა. შეხვედრას წერტილი კი 84-ე წუთზე დიტო ფაჩულიამ გოლკიპერის - პაპუნა ბერუაშვილის გადაცემის შემდეგ დაუსვა 0-3.

 

დინამოელებმა ამ მოგებით 48 ქულა დააგროვეს და ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას ჩვენი მეორე შემადგენლობა სანაკრებო პაუზის შემდეგ, 24 ნოემბერს, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი დინამოს აკადემიის მოედანზე გაიმართება.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024