• Geo
  • Eng
02.12.2023
მეორე გუნდის მეხუთე ადგილა ლიგა 2-ში

დინამო თბილისის მეორე შემადგენლობამ ეროვნულ ლიგა 2-ში ბოლო ტურის მატჩი მარტვილში, ადგილობრივ მერანთან გამართა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა სეზონის ბოლო მატჩი ფრედ 2-2 დაასრულა. ანგარიში ლუკა არჩაიამ გახსნა და მარტვილელები 83-ე წუთამდე იგებდნენ კიდეც. ბოლო ათ წუთში ჯერ დიტო ფაჩულიამ ზუსტი პენალტით გაათანაბრა, ხოლო შემდეგ ნიკა ქოქოსაძემ წინ გაიყვანა დინამო. მსაჯს მიერ კომპენსირებულ დროს კი ლუკა არჩაიამ საფინალო ანგარიში 2-2 დააფიქსირა. ამრიგად დინამოელებმა დაგროვილი 52 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილი დაიკავეს და მომავალ წელს კვლავ ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებენ.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024