დღეს თერჯოლას ცენტრალურ სტადიონზე პირველი ლიგის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ადგილობრივი საპოვნელა და დინამო-2 დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.
შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. მე- 18 წუთზე ცქიფურიშვილმა გახსნა ანგარიში და დააწინაურა მასპინძლები. ამის შემდეგ დინამოელები გააქტიურდნენ და 25- ე წუთზე ლამაზი კომბინაცია ზივზივაძემ დაასრულა გოლით 1:1. პირველი ტაიმის ბოლოსკენ საპოვნელას ფეხბურთელებმა ორი საგოლე მომენტი შექმნეს დინამოს კართან. ერთ შემთხვევაში ტყეშელაშვილმა ითამაშა კარგად, მეორედ კი ძელმა იხსნა ჩვენი გუნდის კარი.
მეორე ტაიმი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა. 55- ე წუთზე ბუდუ ზივზივაძეს მართებდა ახლო მანძილიდან გატანა. ორიოდე წუთში ისევ ზივზივაძეს და ერისთავს მართებდათ გატანა. ბოლო წუთებზე დიასამიძის დარტყმული ცარიელი კარიდან მცველმა გამოიტანა თავით. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
გოლები: 1:0 ჭრელაშვილი 18’ 1:1 ზივზივაძე 25’
გაფრთხილება: ცქიფურიშვილი 72’ გურეშიძე 90’
საპოვნელა: გიორგაძე, ფოცხვერაშვილი, ბუცხრიკიძე, ენდელაძე, ჩხიკვაძე, ჭრელაშვილი (ხუჯაძე 63), ცქიფურიშვილი (სირაძე 85), მურადაშვილი (არეშიძე 66), გაბრიჭიძე (ბარბაქაძე 73), ცხადაძე (დარსაველიძე 52), შუღლაძე
დინამო-2: ტყეშელაშვილი, ჯაფიაშვილი, ა. გურეშიძე, ბაჩიაშვილი, სამხარაძე, კვეკვესკირი, ფალავანდიშვილი, დიასამიძე, ერისთავი (ლობჟანიძე 74), მახარობლიძე, ზივზივაძე