საქართველოს 18 წლამდე ნაკრები 5 დეკემბრიდან ტექნიკურ ცენტრ ბასაზე, ამ წელს მეორედ შეიკრიბება. ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 2024 წლის შემოდგომაზე ითამაშებს.
აღნიშნულ შეკრებაზე, რომელიც 9 დეკემბრის ჩათვლით გასტანს დინამო თბილისიდან 8 ფეხბურთელია მიწვეული: მათე საური, გიორგი მეფარიშვილი, ლუკა შაშიაშვილი, დავით ქელდიშვილი, რატი გრიგალავა, ლუკა ბუბუტეიშვილი, ბექა ბურდიაშვილი და ავთანდილ მაშავა.