• Geo
  • Eng
28.11.2023
დედაქალაქურმა დინამომ ბათუმის დინამოს 6-2 აჯობა

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის ბოლოსწინა ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამო თბილისმა დინამო ბათუმს უმასპინძლა. მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე აჭარულმა გუნდმა 73 ქულა დააგროვა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვა.

 

შეხვედრა ბათუმელებმა აქტიურად დაიწყეს და ანგარიში მე-3 წუთზე ჯოვინო ფლამარიონის დარტყმით გახსნეს. ამ გოლის შემდეგ შეიძლება იტქვას, რომ მოედანზე სიტუაციას მხოლოდ თბილისური დინამო აკონტროლებდა. ხუთიოდე წუთში საბა ხვადაგიანმა ზუსტი თავურით სხვაობა აღადგინა 1-1. ამის შემდეგ ჯერ დავით სხირტლაძის ტექნიკური თამაში და ბურთი ძელმა მოიგერია, მომდევნო ეპიზოდში კი ზორან მარუშიჩმა ვერ გამოიყენა ხელსაყრელი მომენტი. მე-16 წუთზე ირაკლი ბიძინაშვილის და გიორგი ბეგაშვილის შეუთანხმებელ მოქმედებას სტუმართა კარში მეორე გოლი მოჰყვა. მატჩის მე-19 წუთზე ზორან მარუშიჩმა ანგარიში 3-1 გახადა. ცოტახანში გიორგი ხარაიშვილის ტექნიკური და ზუსტი დარტყმული გავიდა ბათუმელთა კარში, 34-ე წუთზე კი დედაქალაქელთა კაპიტანმა გაიტანა თავისი გოლი. პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლი სტუმრებმაც გაიტანეს, თავი ალექსანდერ იაკობსენმა გამოიჩინა და ტაიმიც 5-2 დასრულდა.

 

მეორე ნახევარში მასპინძლებმა კიდევ ერთხელ აიღეს ბათუმელთა კარი, გოლი უსმანე კამარამ 67-ე წუთზე გაიტანა. თბილისელთა რიგებში სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა 17 წლის ლუკა ბუბუტეიშვილის დებიუტიც იხილა (შეგახსენებთ, რომ წინა ტურში ქუთაისში, 16 წლის ვახო სალიას ჰქონდა დებიუტი). ანგარიშში აღარაფერი შეცვლილა და დედაქალაქურმა დინამომ 6-2 დაამარცხა მეტოქე.

 

ბოლო ტურის მატჩს ანდრეს კარასკოს გუნდი 2 დეკემბერს, პეტრო არენაზე, საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024