დინამო არენაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე მალხაზ ჟვანია და ვარლამ კილასონია წარდგნენ.
ვარლამ კილასონია: პირველ რიგში დინამოს დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ თასზე ასპარეზობაში. პირდაპირ შემიძლია ვთქვა- ვიცოდი, რომ ურთულესი შეხვედრა იქნებოდა. სახლში 0:2 წაგების შემდეგ ბიჭებს რწმენაც ნაკლებად ჰქონდათ შერჩენილი. შეიძლება ჩემი ბრალიცაა. იყო მოტივაციის ნაკლებობაც და ალბათ ჩათვალეს, რომ ექვსეულით მიზანი შესრულებულია. ასევე გუნდში ფინანსური პრობლემებია რაც არ გაჟღერებულა აქამდე. ეს ყველაფერი დღეს თანხვედრაში მოხდა ერთმანეთთან.
მალხაზ ჟვანია: მადლობა კოლეგას კეთილი სურვილებისთვის. ის რაც ვერ შევძელით ჩემპიონატში, თასის თამაშზე გამოვასწორეთ. მომავალში უფრო მეტი მოძრაობა უნდა იყოს თამაშის დროს და მეტი ბურთის კონტროლი.