• Geo
  • Eng
20.03.2014
დინამო ნახევარფინალშია

დღეს დინამო თბილისმა საქართველოს თასის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში რუსთავის მეტალურგს 4:1 აჯობა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

პირველ შეხვედრაში ორი უპასუხო ბურთით მოგების მიუხედავად დინამოელებმა სათამაშო ინიციატივა პირველივე წუთებიდან ხელთ აიღეს. მატჩის დებიუტშივე ლამაზი კომბინაცია თორნიკე გორგიაშვილმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. მე- 3 წუთზე გატანილი გოლი გორგიაშვილისთვის სადებიუტოა ჩვენი გუნდის შემადგენლობაში. მე- 16 წუთზე გიორგი მერებაშვილმა ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი დარტყმა და დინამო 2:0 დაწინაურდა. ტაიმის ბოლოსკენ დინამოელების აქტიურობა კიდევ ერთი გოლით დაგვირგვინდა ბედიაშვილის კარში. 39- ე წუთზე თავი ჩისკომ გამოიჩინა.

მეორე ტაიმის განახლებისთანავე დარკო გლიშიჩმა მეოთხე გოლი გაიტანა მეტალურგის კარში. რუსთაველებმა შეხვედრის 59- ე წუთზე შეძლეს დინამოს კარის აღება. მრავალსვლიანი კომბინაცია ბესიკ ჩიმაკაძემ დაასრულა ზუსტი დარტყმით. დინამოელებს კიდევ რამდენიმეჯერ შეეძლოთ გოლის გატანა. აქტიურობდა ოთარ მარცვალაძე, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა - 4:1 დინამოს სასარგებლოდ (ორი მატჩის ჯამში 6:1).

დინამო 4:1 მეტალურგი

გოლები: 1:0 გორგიაშვილი 4’  2:0 მერებაშვილი (პენ) 13’  3:0 ჩისკო 39’  4:0 გლიშიჩი 47’  4:1 ჩიმაკაძე 59’

გაფრთხილება: ბედიაშვილი 15'  გიგაური 80’

დინამო: ლორია, გველესიანი, ძარია (გოგა 63), გლიშიჩი, ხურცილავა, პაპავა, ჩისკო (მოდებაძე 71), მერებაშვილი (ჯანელიძე 46), რეხვიაშვილი, გორგიაშვილი, მარცვალაძე

მეტალურგი: ბედიაშვილი, მახვილაძე, ქავთარაძე, დობროვოლსკი, საჯაია, ექვთიმიშვილი, კაკაშვილი (გოგინაშვილი 46), ლომაია (გიგაური 46), ცნობილაძე, მიქაბერიძე (ვასაძე 60), ჩიმაკაძე

არბიტრი: ოთარ ხეცაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024