• Geo
  • Eng
18.12.2023
ვლადიმერ ელოშვილი – გამორჩეული მწვრთნელი

დღეს ქართული ფეხბურთის და დინამო თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის – ვლადიმერ ელოშვილის დაბადების დღეა (96). ვლადიმერ ელოშვილი დინამოს შემადგენლობაში 1949-1959 წლებში ასპარეზობდა. არის 1951 და 1953 წლის პირველობის ვერცხლის მედლების მფლობელი. 1950 წლის გათამაშების მესამეადგილოსანი. სსრკ–ს ჩემპიონატში ჩაატარა 162 მატჩი. ორჯერ დასახელდა 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის. მიანიჭეს სსრკ–ს დამსახურებული მწვრთნელის ტიტული. მწვრთნელობის პერიოდში (1961–1987 წ.წ.) აღზარდა არაერთი ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი. მათ შორის: ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ფირუზ კანთელაძე, დავით გოგია, ვახტანგ კოპალეიშვილი... 1967 წელს სსრკ–ს ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ვლადიმერ ელოშვილი იმ გუნდის მწვრთნელი გახლდათ. ქართული ფეხბურთის ამაგდარი 2009 წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024