დღეს დინამოს აკადემიის მოედანზე 19 წლამდე ოქროს ლიგის ზედა ჯგუფის ბოლო ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ ლოკომოტივს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. დინამოელებმა ჩემპიონობა წინა ტურში გაიფორმეს და დღეს კუთვნილი ჯილდოც ჩაიბარეს.
მატჩის დასრულების შემდეგ (დინამომ 63 ქულა დააგროვა და ოფიციალურად იჩემპიონა) დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ოქროს მედლებით ვალერი გაგუას გუნდი სფფ-ს ვიცე პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიფიამ დააჯილდოვეს. დინამოელებმა გივი ჩოხელის სახელობის თასიც ჩაიბარეს და ტიტულთან ერთად მომავალ წელს, უეფას ახალგაზრდულ ლიგაში ასპარეზობის უფლებაც მიიღეს.
ფოტოამბავი