• Geo
  • Eng
05.12.2023
15 დინამოელი საქართველოს 17 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 17 წლამდე ნაკრები 6 დეკემბრიდან შეიკრიბება და ორ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. გიორგი ჩიტაურის გუნდი 12 და 15 დეკემბერს თურქეთის 17 წლამდე ნაკრებს უმასპინძლებს.

დინამო თბილისიდან აღნიშნული მატჩებისთვის 15 ფეხბურთელია გამოძახებული: საბა ტარტარაშვილი, საბა ხარებაშვილი, გიგი გლუნჩაძე, გიორგი გვასალია, ანდრონიკა ხოროიშვილი, გიორგი ლომიძე, მათე შათირიშვილი, შოთა დიაკონიძე, ნიკა ჩიქოვანი, ნიკა ელისაშვილი, ლუკა წულაია, რეზი დანელია, ვახო სალია, ნიკოლოზ გვაზავა და ანდრია ვიბლიანი.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024