• Geo
  • Eng
26.03.2018
19 წლამდელებმა ნორჩი დინამოც დაამარცხეს

დინამოს აკადემიის მოედანზე ჩვენი გუნდის 19 წლამდე შემადგენლობამ ჩემპიონატის მეოთხე მატჩი გამართა, რომელშიც ნორჩ დინამოს უმასპინძლა. მასპინძლებმა თამაში თავისი უპირატესობით წარმართეს და წინა სამი შეხვედრის დარად ამ შემთხვევაშიც დიდი ანგარიშით იმარჯვეს. შეხვედრაში ანგარიში უგრეხელიძემ 26- ე წუთზე გახსნა. პირველი ტაიმი დინამოელთა არაერთი მცდელობის მიუხედავად ესეც დასრულდა. მეორე ნახევრის ბოლო ოცწუთიან მონაკვეთში ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა სტუმრებს ოთხი გოლი გაუტანეს და საბოლოო ანგარიში 5:0 დააფიქსირეს. თავი გოგობერიშვილმა, კიტეიშვილმა, მოისწრაფიშვილმა და გაბუნიამ გამოიჩინეს. ამ გამარჯვებით მოქმედმა ჩემპიონმა სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აინაცვლა. მომდევნო მატჩს დინამოელები 31 მარტს ბენდელაზე საბურთალოსთან გამართავენ.

 

U19  დინამო თბილისი 5:0 ნორჩი დინამო

U19  დინამო: მამარდაშვილი, ბასარია, ძოწენიძე, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, ბერიაშვილი, პ. კიტეიშვილი (გულდედავა 71), გოგობერიშვილი, გაბელაია (მოისწრაფიშვილი 46), ბაბუნაძე (ჩარკვიანი 76), გაბუნია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024